თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანებია განლაგებული - ჭიჭინაძის ქუჩას საპოლიციო ძალები ამაგრებენ

14.12.24 08:57
თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანებია განლაგებული - ჭიჭინაძის ქუჩას საპოლიციო ძალები ამაგრებენ

ამ წუთებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან - ევროპული მომავლის მცველები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც ერთპარტიულმა პარლამენტმა პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი უნდა აირჩიოს, პროტესტით ხვდებიან.

ამის პარალელურად, ჭიჭინაძის ქუჩაზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა, თავისუფლების მოედანზე კი წყლის ჭავლის მანქანებია განლაგებული.

კალაძის ნაძვის ხის წინ, რომელიც მერმა დღეს, 19:00 საათზე უნდა აანთოს, ჯებირებია აღმართული. 

ფოტო - IPN

მსგავსი სიახლეები