"მონებო" - ერთპარტიულ პარლამენტში "ოცნების" დეპუტატები შეძახილების ფონზე შევიდნენ

14.12.24 09:10
"მონებო" - ერთპარტიულ პარლამენტში "ოცნების" დეპუტატები შეძახილების ფონზე შევიდნენ

საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატები ევროპული მომავლის მცველების შეძახილების ფონზე შევიდნენ. 

"მონებო" - სკანდირებდნენ პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები, რომლებიც ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან და იზოლირებული პარლამენტის მიერ ე.წ. პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილის არჩევას აპროტესტებენ.

ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების წინ მოქალაქეები ევროკავშირისა და საქართველოს დროშით ხელში დგანან. ევროპული მომავლის მცველებს ადგილზე დიპლომებიც აქვთ მიტანილი. 

ამ პარლამენტის წევრებთან საუბარს აზრი არ აქვს, თუმცა ჩვენ ჩვენი ქვეყნის დასაცავად ვდგავართ. არანაირი უფლება არ გვაქვს, რომ აქ არ ვიდგეთ. ყველა ბოლომდე ვიდგებით და ვიბრძოლებთ. იმედია, მალე შემოგვიერთდებიან უფროსები, რომლებიც გვეტყვიან, რომ სწავლას აზრი აქვს. მაგრამ სანამ ყაველაშვილი გვეყოლება პრეზიდენტად, სწავლასაც კი არ აქვს აზრი. რასაც კი შეიძლება რაიმე ღირებულება ჰქონოდა, "ქართული ოცნება" აუფასურებს", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

მსგავსი სიახლეები