სამთავრობო კვარტალი სპეცრაზმის ალყაშია - საპოლიციო ძალები პარლამენტისა და კანცელარიის შიდა სივრცეშიც იმყოფება
საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმების განსაკუთრებული მობილიზებაა.
თავისუფლების მოედანზე ვახტანგ გომელაურს სამი წყლის ჭავლის და მსროლელები ჰყავს განლაგებული, რომლებიც მშვიდობიანი აქციის მიმდინარეობისას დემონსტრანტების წინააღმდეგ გაზის კაფსულებს ისვრიან.
თავისუფლების მოედანზე "ხარებას" რაზმის წარმომადგენლები ავტობუსებით მიიყვანეს და თან ხელკეტები, ფარები და სპეციალური აღჭურვილობა აქვთ.
"პირველების" ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები როგორც პარლამენტის შიდა სივრცეში, ასევე კანცელარიაშიც არიან გამაგრებულები.