პაატა ბურჭულაძე დონალდ ტრამპმა ვახშამზე მიიწვია

14.12.24 10:57
პაატა ბურჭულაძე დონალდ ტრამპმა ვახშამზე მიიწვია

პაატა ბურჭულაძე ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

მსოფლიო ბანი სოციალურ ქსელში წერს, რომ სტეფენ მილერისა და ილონ მასკის გაცნობა მისთვის დიდი პატივი იყო - "ძალიან გამახარა მათმა შეფასებამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე".

გუშინ მქონდა პატივი მიწვეული ვყოფილიყავი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეზიდენცია The Mar a Lago Club-ში ვახშამზე სადაც ესწრებოდა თვითონ,  მისი ახალი ადმინისტრაცია და ბევრი პატივცემული  სტუმარი. მქონდა საშუალება შევხვედროდი და გავსაუბრებოდი ბევრ მათგანს. მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს სტეფენ მილერს. დიდი სიამოვნება იყო ილონ მასკის გაცნობაც. ძალიან გამახარა მათმა შეფასებამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე." - წერს პაატა ბურჭულაძე.

მსგავსი სიახლეები