პარლამენტთან კალაძის საფეხბურთო მაისური დაწვეს

14.12.24 11:26
პარლამენტთან კალაძის საფეხბურთო მაისური დაწვეს

 

 

პარლამენტთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა კახა კალაძის სახელობითი საფეხბურთო მაისური დაწვეს - მოქალაქეები ამ ფორმით ფეხბურთელი მერის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომ დღეს, პროტესტის შუაგულში, საშობაო ნაძვის ხის განათება აქვს გადაწყვეტილი.

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი ერთკაციან არჩევნებს ატარებს -  ქვეყანაში ტარდება "არჩევნები", რომლის ფინალიც თავშივე ცნობილია. 

პირველად საქართველოს ისტორიაში, ივანიშვილის გუნდი უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას აპირებს. "ოცნების" მიერ შერჩეულ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს კონკურენტი არ ჰყავს. 

ამის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დილიდან აქცია მიმდინარეობს - მომიტინგეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ. "ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე" - ისმის აქციაზე. 

აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები