ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ახალშობილი გარდაიცვალა
ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ახალშობილი გარდაიცვალა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
8 დღის განმავლობაში მკურნალობდა ეს ბავშვი ბათუმში. უმძიმეს მდგომარეობაში დაინტუბირებული, მართვთ სუნთქვაზე გადმოვიდა ჩვენთან. თანმხლები დაავადებები ჰქონდა სეფსისი, გულის თანდაყოლილი მანკი, ფილტვის ქსოვილის მძიმე დაზიანება, ასევე რესპირატორული დისტრესი. გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე გარდაიცვალა“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.