5 ივლისს მომხდარზე ჩემ წინააღმდეგ საქმე აღძრეს - გიორგი თაბაგარი

04.09.21 13:11
5 ივლისს მომხდარზე ჩემ წინააღმდეგ საქმე აღძრეს - გიორგი თაბაგარი

Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ 5 ივლისთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ  ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო. თაბაგარის ინფორმაციით, საქმე პოლიციელის სატელეფონო ზარს ეხება. 

მოკლედ, ძველი თბილისის პოლიციიდან დამირეკა ერთმა გამომძიებელმა და მამცნო რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრა საქმე, ადმინისტრაციულით. 
საქმე ეხება 5 ივლისს ჩემსა და ამ ადამიანს შორის შემდგარ სატელეფონო კომუნიკაციას. 

2-3 საათია, ალბათ 5 ივლისს და მეოთხე ადგილიდან ევაკუაციის პროცესში ვართ, ოფისები უკვე დარბეულია და ტერორისტები ქუჩებში ბოგინებენ, დაგვდევენ პირდაპირი მნიშვნელობით და პოლიცია არ მინახავს თვალით არსად.

ასეთ დროს, მანქანით მივდივართ მორიგ ადგილას და მირეკავს პოლიციელი, მშვიდად მეუბნება, ოფისის დარბევის ფაქტზე გირეკავთ და იქნებ კარი გაგვიღოთ, რომ ზარალი აღვწეროთ და გამოძიება დაიწყოსო.

იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზარი მთელი თავისი არსით, რომ ამ ტიპს ვაგინე. პოლიცია, რომელიც არსად არ იყო იმ დღეს, სადაც სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, 5 ივლისს 3 საათზე მირეკავდა, ოფისის კარი გამიღე რომ დავათვალიეროთო

არც ერთ სიტყვას არ ვნანობ! ველოდები ამ საინტერესო და აბსურდული საქმის განვითარებას". - ამბობს გიორგი თაბაგარი.