საერთაშორისო წნეხის გაძლიერებით და უწყვეტი პროტესტით რეჟიმს მალე ჩამოვშლით - ქადაგიძე

14.12.24 13:19
საერთაშორისო წნეხის გაძლიერებით და უწყვეტი პროტესტით რეჟიმს მალე ჩამოვშლით - ქადაგიძე

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ევროპული მომავლის მცველების გვერდით ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი დგას - გიორგი ქადაგიძე ერთპარტიულ პარლამენტში ერთკაციანი არჩევნების პროცესს მორიგ ფარსად აცხადებს. 

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მძლავრი და უწყვეტი პროტესტით, ასევე საერთაშორისო წნეხის გაძლიერებით ივანიშვილის რეჟიმი ბანქოს სახლივით ჩამოიშლება. 

ერთი შეხედვით მძიმე დღეა, რადგან მორიგი ფარსის მომსწრენი ვართ. ვითომ მთავრობა ვითომ პრეზიდენტს ირჩევს. სინამდვილეში ეს არის კლასიკური რუსული ოლიგარქია. ვისაც სევდა შემოგაწვებათ, რომ ამ უთანასწორო ბრძოლაში ვართ, თუ ისტორიას გადავხედავთ ივანიშვილზე გაცილებით ძლიერი რეჟიმები ბანქოს სახლივით ეცემიან კვირებში და დღეებში. თუ ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს თანმიმდევრულად, პროტესტს დავიწყებთ დღისით და საერთაშორისო წნეხი გაგრძელდება, გაცილებით მალე ჩამოვშლით რეჟიმს. უნდა ვიყოთ მხნედ და აუცილებლად მოვერევით. კომენტარს ვერ გავაკეთებ ყაველაშვილის არჩევაზე, კადრებშიც ჩანს მათი სახეები. მათი პიროვნული ტრაგედიაა. ისტორია ამ ყველაფერს შეაფასებს", - ამბობს გიორგი ქადაგიძე.    

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი ერთკაციან არჩევნებს ატარებს -  ქვეყანაში ტარდება "არჩევნები", რომლის ფინალიც თავშივე ცნობილია. 

პირველად საქართველოს ისტორიაში, ივანიშვილის გუნდი უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას აპირებს. "ოცნების" მიერ შერჩეულ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს კონკურენტი არ ჰყავს. 

ამის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დილიდან აქცია მიმდინარეობს - მომიტინგეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ. "ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე" - ისმის აქციაზე. 

აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები