''არა რუსულ მთავრობას'' - ვაკის პარკში გრაფიკული დიზაინერები იკრიბებიან

14.12.24 13:55
''არა რუსულ მთავრობას'' - ვაკის პარკში გრაფიკული დიზაინერები იკრიბებიან

ამ წუთებში ვაკის პარკში გრაფიკული დიზაინერები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები ცოტა ხანში მსვლელობას რუსთაველის გამზირისკენ დაიწყებენ. ''თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს'', ''არა რუსულ მთავრობას'' - ამ ბანერებით არიან დემონსტრანტები აქციაზე მისულები.

აქციის მონაწილეებს ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ, ხელახალი არჩევების ჩატარება და აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.

შევიკრიბეთ დღეს ჩვენი აზრის დასაფიქსირებლად, ამ სფეროს წარმომადგენლები. არა რუსულ მთავრობას, არა მოპარულ არჩევნებს და თავისუფლება პოლიტპატიმრებს. ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი'', - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი ერთკაციან არჩევნებს ატარებს -  ქვეყანაში ტარდება "არჩევნები", რომლის ფინალიც თავშივე ცნობილია. 

პირველად საქართველოს ისტორიაში, ივანიშვილის გუნდი უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას აპირებს. "ოცნების" მიერ შერჩეულ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს კონკურენტი არ ჰყავს. 

ამის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დილიდან აქცია მიმდინარეობს - მომიტინგეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ. "ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე" - ისმის აქციაზე. 

აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები