გრაფიკული დიზაინერები ვაკის პარკიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით მიემართებიან

14.12.24 14:15
გრაფიკული დიზაინერები ვაკის პარკიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით მიემართებიან

გრაფიკული დიზაინერების მარში ვაკის პარკიდან დაიწყო - დემონსტრანტები საპრპოტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.

დემონსტრანტებს ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ, ხელახალი არჩევების ჩატარება და აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.

პირველი მოთხოვნაა, რომ გათავისუფლდნენ პატიმრები. მეორე აუცილებელი მოთხოვნა არის, რომ ჩატარდეს არჩევნები და მესამე ასევე, დაისაჯო ყველა ის პირი, ვინც ადამიანები ჩასვა ციხეში, სცემენ. ვუერთდებით რუსთველზე აქციას სადაც ვითხოვთ ჯერ არ დანიშნული ყაველაშვილის გადადგომას, ის არ უნდა გახდეს ჩვენი პრეზიდენტი'', ამბობს აქციის მონაწილე.

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი ერთკაციან არჩევნებს ატარებს -  ქვეყანაში ტარდება "არჩევნები", რომლის ფინალიც თავშივე ცნობილია. 

პირველად საქართველოს ისტორიაში, ივანიშვილის გუნდი უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას აპირებს. "ოცნების" მიერ შერჩეულ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს კონკურენტი არ ჰყავს. 

ამის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დილიდან აქცია მიმდინარეობს - მომიტინგეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ. "ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე" - ისმის აქციაზე. 

აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები