"ჩვენს შვილებს ნუ სცემთ" - დედების მიმართვა საპოლიციო ძალებს

14.12.24 14:44
"ჩვენს შვილებს ნუ სცემთ" - დედების მიმართვა საპოლიციო ძალებს

დედების საპროტესტო მარშმა რუსთაველის მეტროდან თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლა - დარბეული, დასახიჩრებული, ნაცემი და დაპატიმრებული ახალგაზრდების მხარდასაჭერად ქუჩაში გამოსული დედები თავისუფლების მოედანზე გამაგრებულ საპოლიციო ძალებთან მივიდნენ. 

"ჩვენს შვილებს ნუ სცემთ" - ამ გზავნილით მიმართეს დედებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებმაც კორდონი გააკეთეს და საპროტესტო აქციის მონაწილეებს დედაქალაქის მთავარ გამზირზე მობილიზებულ წყლის ჭავლის სატყორცნ მანქანებთან და სპეციალური დანიშნულების რაზმებთან მისვლის საშუალება არ მიცეს. 

ამ წუთებში კი დედები საპროტესტო მსვლელობით ორბელიანების სასახლისკენ მიდიან. 

მსგავსი სიახლეები