"არაფერი არ მომხდარა" - სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი "ოცნების" მიერ ყაველაშვილის პრეზიდენტად დასმის შემდეგ
"ქართული ონების" მიერ უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად დასმის შემდეგ, ქვეყნის მთავარსარდალმა, სალომე ზურაბიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა.
კამერების წინ ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "არაფერი არ მომხდარა".
არაფერი არ არის. არავინ არავინ არ აირჩია. არაფერი არ მომხდარა" - განაცხადა პრეზიდენტმა.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა ქვეყნის მთავარსარდალი საქმიანობას, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა - "აბა რას ვიზამ".
"ოცნებამ" პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა - ყაველაშვილმა ერთ-კანდიდატიან არჩევნებში 225 ხმიდან 224 ხმა მიიღო. გააბათილეს ადა მარშანიას ბიულეტენი, რომელმაც ყაველაშვილს ხმა არ მისცა.
"ქართულმა ოცნებამ" ერთკაციანი არჩევნები დილის 9 საათიდან დაიწყო. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს - ადგილზე შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტთან შავი კვამლი გაუშვეს.
ახალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც სრულად "ქართული ოცნებისგან" იყო დაკომპლექტებული.