ნაძვის ხესთან, რომლის ანთებაც კალაძემ დააანონსა, დასახიჩრებული დემონსტრანტების ფოტოები მიიტანეს
თბილისის მერი რუსთაველის გამზირზე საახალწლო ღონისძიებისთვის ემზადება - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკრანები აქვთ დადგმული და ხმის გამაძლიერებლები, განათებები დამონტაჟებული.
სცენასთან ახლოს, ნაძვის ხესთან, რომლის ანთებასაც კახა კალაძე 19:00 საათზე გეგმავს, ევროპული მომავლის მცველებმა სასტიკად ნაცემი და დასახიჩრებული მშვიდობიანი დემონსტრანტების ფოტოები მიიტანეს და ბანერი გაშალეს.
"ოცნებამ" პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა - ყაველაშვილმა ერთ-კანდიდატიან არჩევნებში 225 ხმიდან 224 ხმა მიიღო. გააბათილეს ადა მარშანიას ბიულეტენი, რომელმაც ყაველაშვილს ხმა არ მისცა.
"ქართულმა ოცნებამ" ერთკაციანი არჩევნები დილის 9 საათიდან დაიწყო. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს - ადგილზე შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტთან შავი კვამლი გაუშვეს.
ახალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც სრულად "ქართული ოცნებისგან" იყო დაკომპლექტებული.