''გილოცავთ სისხლიან ქუჩაზე ნაძვის ხის ანთებას'' - ნანკა კალატოზიშვილი
''ორი კვირა აქ სისხლის ღვრა მიდიოდა, ჩეხავდნენ ადამიანებს და დღეს აპირებენ, ზეიმის მოწყობას''- ამის შესახებ მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა ''პირველებთან'' განაცხადა.
მსახიობი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება.
ძალიან კარგად მახსოვს ადამიანები, რომლებიც დღეს ზეიმზე აპირებენ მოსვლას და აწყობენ ზეიმს 26 მაისს, როდესაც დარბევის შემდეგ ნინი ბადურაშვილმა ჰიმნი იმღერა პირდაპირი მნიშვნელობით სახე გააძვრეს, ეს რა გააკეთეო.
ორი კვირა, აქ სისხლის ღვრა მიდიოდა, ჩეხავდნენ ადამიანებს და დღეს აპირებენ ზეიმის მოწყობას. პრეზიდენტადაც მიშა (ყაველაშვილი) აირჩიეს, "ხარებაც" გვერდზე უდგას. გილოცავთ ნაძვის ხის ანთებას სისხლიან ქუჩაზე'', - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.
"ოცნებამ" პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა - ყაველაშვილმა ერთ-კანდიდატიან არჩევნებში 225 ხმიდან 224 ხმა მიიღო. გააბათილეს ადა მარშანიას ბიულეტენი, რომელმაც ყაველაშვილს ხმა არ მისცა.
"ქართულმა ოცნებამ" ერთკაციანი არჩევნები დილის 9 საათიდან დაიწყო. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს - ადგილზე შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტთან შავი კვამლი გაუშვეს.
ახალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც სრულად "ქართული ოცნებისგან" იყო დაკომპლექტებული.