გრაფიკული დიზაინერები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ
გრაფიკული დიზაინერები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. დედაქალაქის მთავარ გამზირზე ბანერები მიიტანეს და "ქართული ოცნების" პოლიტიკა გააპროტესტეს.
დემონსტრანტებს ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ, ხელახალი არჩევების ჩატარება და აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.
რამდენიმე წლის წინ ავირჩიეთ და დღემდე სახე გვაზის, ჩამოსვლა არ უნდათ. ჩვენი ხმა არ ესმის, ამდენი ადამიანი, ამდენი სფერო გამოვიდა, აიტი იყო გამოსული ინტროვერტი ხალხი კომპიუტერებიდან ააყენეს და გარეთ გამოიყვანეს. ჩვენი მოსმენა, მაინც არ უნდათ. ჩვენ აუცილებლად გავაგებინეთ, ჩვენი შეძახილებით'', - ამბობს ერთ ერთი აქციის მონაწილე.
შეგახსენებთ, გრაფიკული დიზაინერების მარში ვაკის პარკიდან დაიწყო.
"ოცნებამ" პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა - ყაველაშვილმა ერთ-კანდიდატიან არჩევნებში 225 ხმიდან 224 ხმა მიიღო. გააბათილეს ადა მარშანიას ბიულეტენი, რომელმაც ყაველაშვილს ხმა არ მისცა.
"ქართულმა ოცნებამ" ერთკაციანი არჩევნები დილის 9 საათიდან დაიწყო. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს - ადგილზე შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტთან შავი კვამლი გაუშვეს.
ახალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც სრულად "ქართული ოცნებისგან" იყო დაკომპლექტებული.