ექსტრემალური სპორტისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

14.12.24 16:08
ექსტრემალური სპორტისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ექსტრემალური სპორტისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ - ამ წუთებში ისინი ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.

პროტესტის ავანგარდში მყოფ ადამიანებს ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ ადგილზე მიტანილი და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ კურსს ერთხმად აპროტესტებენ.

აბსურდის თეატრს ვუყურებთ პირდაპირ ეთერში. არაფერი სათქმელი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ეს არის მთელი ერის შეურაცხყოფა. დილიდან მძიმეა ემოციური განწყობა, თუმცა მაინც იმედია დარჩენილი, რადგან აქ არის ის ხალხი და განსაკუთრებით სფერო, რომელიც არის ყველაზე თავისუფალი. ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ გადადგან სხვა ნაბიჯები, ჩვენ არ დავიღლებით'', - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

"ოცნებამ" პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა -  ყაველაშვილმა ერთ-კანდიდატიან არჩევნებში 225 ხმიდან 224 ხმა მიიღო. გააბათილეს ადა მარშანიას ბიულეტენი, რომელმაც ყაველაშვილს ხმა არ მისცა. 

"ქართულმა ოცნებამ" ერთკაციანი არჩევნები დილის 9 საათიდან დაიწყო. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს - ადგილზე შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტთან შავი კვამლი გაუშვეს. 

ახალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც სრულად "ქართული ოცნებისგან" იყო დაკომპლექტებული. 

მსგავსი სიახლეები