"მთა თავისუფლებისთვის" - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ექსტრემალური სპორტის წარმომადგენლები შეუერთდნენ

14.12.24 17:20
"მთა თავისუფლებისთვის" - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ექსტრემალური სპორტის წარმომადგენლები შეუერთდნენ

ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობა პარალიზებულია - ხალხი ქუჩაში დგას. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ცოტახნის წინ ექსტრემალური სპორტის წარმომადგენლები შეუერთდნენ. 

მთამსვლელები, ველომრბოლელები და გიდები მსვლელობით მელიქიშვილიდან დაიძრნენ და დედაქალაქის ცენტრალური გამზირზე გიგანტური ბანერები გაშალეს.

"მთა თავისუფლებისთვის" - ეს არის მოწოდება, რომლის გარშემო ასობით სპორტსმენია გაერთიანებული. "ვითხოვთ ახალ არჩევნებს და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლებას" - სკანდირებდნენ პროტესტის ავანგარდში მყოფი ადამიანები.

შეგახსენებთ, "ოცნებამ" პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა -  ყაველაშვილმა ერთ-კანდიდატიან არჩევნებში 225 ხმიდან 224 ხმა მიიღო. გააბათილეს ადა მარშანიას ბიულეტენი, რომელმაც ყაველაშვილს ხმა არ მისცა. 

"ქართულმა ოცნებამ" ერთკაციანი არჩევნები დილის 9 საათიდან დაიწყო. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს - ადგილზე შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტთან შავი კვამლი გაუშვეს. 

ახალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც სრულად "ქართული ოცნებისგან" იყო დაკომპლექტებული. 

მსგავსი სიახლეები