"მიხეილ ყაველაშვილი უზურპატორია. ქართველი ლუკაშენკო" - ევროპარლამენტარი

14.12.24 18:39
"მიხეილ ყაველაშვილი უზურპატორია. ქართველი ლუკაშენკო" - ევროპარლამენტარი

"მიხეილ ყაველაშვილი უზურპატორია. ქართველი ლუკაშენკო", - ასე ეხმაურება "ოცნების" მიერ ახალი პრეზიდენტის არჩევას პოლონელი X-ზე  ევროპარლამენტარი მიჰაუ შჩერბა.

როგორც შჩერბა წერს, ერთადერთი კანონიერი, კონსტიტუციური სახელმწიფო ორგანო საქართველოში არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

"სალომე ზურაბიშვილი არის და დარჩება საქართველოს პრეზიდენტად. ევროპარლამენტი არ ცნობს არასამართლიან არჩევნებში არჩეულ "პარლამენტს". მკაფიო პოზიცია გამოხატულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მაშასადამე, ევროკავშირის ინსტიტუტები ვერ ცნობენ მისი მონაწილეობით რაიმე გადაწყვეტილებას, მათ შორის, ე.წ. "საარჩევნო კოლეგიის" [ხმოსნების] უკანონო შედეგებს. მიხეილ ყაველაშვილი უზურპატორია. ქართველი ლუკაშენკო. ერთადერთი კანონიერი, კონსტიტუციური სახელმწიფო ორგანო საქართველოში არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პარტნიორი ევროკავშირისთვის", - წერს შჩერბა.

"ოცნებამ" პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა -  ყაველაშვილმა ერთ-კანდიდატიან არჩევნებში 225 ხმიდან 224 ხმა მიიღო. გააბათილეს ადა მარშანიას ბიულეტენი, რომელმაც ყაველაშვილს ხმა არ მისცა. 

"ქართულმა ოცნებამ" ერთკაციანი არჩევნები დილის 9 საათიდან დაიწყო. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს - ადგილზე შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტთან შავი კვამლი გაუშვეს. 

ახალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც სრულად "ქართული ოცნებისგან" იყო დაკომპლექტებული. 

 

მსგავსი სიახლეები