დილას ცირკი ვიხილეთ, ახლა სანახაობას ველოდებით - ია ფარულავა რუსთაველზე დგას

14.12.24 18:56
დილას ცირკი ვიხილეთ, ახლა სანახაობას ველოდებით - ია ფარულავა რუსთაველზე დგას

დილას ცირკი ვიხილეთ, ახლა სანახაობას ველოდებით - მსახიობი ია ფარულავა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დგას და ამბობს, რომ "არ ენაძვისხევება".

მსახიობის თქმით, ცოტა ხნის წინ ადგილზე პროვოკაციას ჰქოდნა ადგილი. 

არ გვენაძვისხევება, ვიღაც სხვისი შვილის გამო ნერვიულობდა, წესით არ უნდა ნერვიულობდეს სხვის შვილზე. ცოტა მეეჭვება, რომ, პროვოკაციას ხომ არ აქვს ადგილი აქ, რაღაცა აქ ხომ არ უნდა აფეთქდეს. პოლიტიკური გზავნილი არის უკვე ცირკი და სანახაობა, დღეს დილით ვიხილეთ ცირკი, ეხლა უნდა ვიხილოთ საესტრადო სანახაობა, ფსიქიკა რომ შერყეული აქვს ამ მთავრობას ვერ ხვდებით. წადით, გაგვანებეთ თავი, დანიშნეთ ნამდვილი არჩევნები. მე არა ძალადობის მომხრე ვარ, 21- ე საუკუნეში ძალადობა არ შეიძლება. ვიღაცა ქალი მომდგა, მე ჩემი შვილი მოვიყვანეო, ერთადერთი ბავშვია აქ, სპეციალურად არის ეს, ბავშვი ტირის", - განაცხადა ია ფარულავამ. 

თბილისის მერი რუსთაველის გამზირზე საახალწლო ღონისძიებისთვის ემზადება - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკრანები აქვთ დადგმული და ხმის გამაძლიერებლები, განათებები დამონტაჟებული. 

ნაძვის ხის ანთებას კახა კალაძე 19:00 საათზე გეგმავს.

 

მსგავსი სიახლეები