"რუსეთი ცდილობს საქართველო საბოლოოდ მიიბას" - გონჩარენკო
"რუსეთი ცდილობს საქართველო საბოლოოდ მიიბას" - ასე ეხმაურება უკრაინის რადას წევრი, დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო "ოცნების" მიერ ახალი პრესზიდენტის დასმას.
მისი თქმით, არჩევნებში "პრორუსული პარტია "ქართული ოცნების" ერთადერთმა კანდიდატმა გაიმარჯვა".
"რუსეთი ცდილობს საქართველო საბოლოოდ მიიბას. დღეს იქ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და "მოულოდნელად" გაიმარჯვა პრორუსული პარტია "ქართული ოცნების" ერთადერთმა კანდიდატმა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ქართველი ხალხი კი ახლა აპროტესტებს."- წერს უკრაინის რადას წევრი.
"ოცნებამ" პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა - ყაველაშვილმა ერთ-კანდიდატიან არჩევნებში 225 ხმიდან 224 ხმა მიიღო. გააბათილეს ადა მარშანიას ბიულეტენი, რომელმაც ყაველაშვილს ხმა არ მისცა.
"ქართულმა ოცნებამ" ერთკაციანი არჩევნები დილის 9 საათიდან დაიწყო. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს - ადგილზე შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტთან შავი კვამლი გაუშვეს.
ახალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც სრულად "ქართული ოცნებისგან" იყო დაკომპლექტებული.