ქვეყნები, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა

14.12.24 20:39
ქვეყნები, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა

ქვეყნები, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა - სია ასე გამოიყურება:

  • ყაზახეთი - ნურსულთან ნაზარბაევი (1991; 1995)
  • თურქმენეთი - საფარმურატ ნიაზოვი (1992)
  • ერაყი - სადამ ჰუსეინი (1995;2002)
  • სირია - ბაშარ ალ ასადი (2000; 2007)
  • ჩრდ.კორეა - კიმ ჩენ ინი (2019)
  • საქართველო - მიხეილ ყაველაშვილი (2024)

"ოცნებამ" პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა -  ყაველაშვილმა ერთ-კანდიდატიან არჩევნებში 225 ხმიდან 224 ხმა მიიღო. გააბათილეს ადა მარშანიას ბიულეტენი, რომელმაც ყაველაშვილს ხმა არ მისცა. 

"ქართულმა ოცნებამ" ერთკაციანი არჩევნები დილის 9 საათიდან დაიწყო. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს - ადგილზე შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტთან შავი კვამლი გაუშვეს. 

ახალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც სრულად "ქართული ოცნებისგან" იყო დაკომპლექტებული. 

მსგავსი სიახლეები