ოლიგარქის სისხლიანი ნოემბერი - აქციის მონაწილეები წამებისა და ძალადობის შემზარავ ისტორიებს ყვებიან

14.12.24 22:30
ოლიგარქის სისხლიანი ნოემბერი - აქციის მონაწილეები წამებისა და ძალადობის შემზარავ ისტორიებს ყვებიან

 

"ვიღაც თავში ფეხს მირტყამს და მაგ დროს მგონია, რომ ჩემი თავის ქალა უბრალოდ გასკდება"; "ძირს ვეგდე, სადაც რკინის კუთხეები იყო,  მე მეგონა, მაგ დროს მოვკვდებოდი"; "საწვიმარში დაგროვილი იყო საკუთარი სისხლი და რომ გავიხადე, უბრალოდ ჩამოთქრიალდა"; "ეს იყო ადამიანურობის წინაღმდეგ ჩადენილი დანაშუალი"; "ეს იყო ადამიანურობის წინაღმდეგ ჩადენილი დანაშუალი" - ასე აღწერენ და აფასებენ ოლიგაქის მიერ მოწყობილ სისხლიან ნოემბერს დაზარებული ადამიანები.

სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას დაკავებული მოქალაქეები, "შაბათის ეთერთან" პოლიციის მიკროავტობუსებში, ცემის, დამცირების და არადამიანური მოპყრობის ერთი და იმავე მეთოდებზე ყვებიან.

მძიმე ტვინის შერყევა, დამტვრეული სახის ძვლები, ჩალურჯებები სახესა და სხეულზე, გატეხილი თავი  - ეს არ არის ამბავი საშინელებათა ფილმიდან. ისტორიები, რომელსაც აქციაზე დაკავებულები ჰყვებიან მძიმე მოსასმენია. 

მათი მონაყოლიდან ირკვევა, რომ მას შემდეგ რაც ხალხის ქუჩაში კამერების წინ სასიკვდილოდ სცემეს, ივანიშვილის რეჟიმმა შურისძიების ტაქტიკა შეცვალა. აქციის მონაწილეები, ცოცხალ კედლად აღმართულ რობოკოპებამდე ცემის გარეშე მიჰყავთ, შურისძიებას მაშინ იწყებენ, როცა მსხვერპლი რობოკოპების ალყაში ექცევა და მათ ვეღარავინ ხედავს.  

მომიტინგეები ჰყვებიან, ივანიშვილს და გომელაურს ხალხის წამების სქემა, საგანგებოდ ჰქონდა მოფიქრული.  დაკავბებულებს მიკროვაოტბუსში სცემდნენ, რომ ვინმეს ქუჩაში მყოფს შემთხვევით არ გადაეღო. ხალხის ცემისთვის გამოყოფილი მანქანები, რომ არ ჰყოფნიდათ, ხელებშეკრულ მომიტიგეებს ქუჩაში ალოდინებენ, ვიდრე ერთი მოქალაქის ცემა არ დასრულდებოდა. 

ამასთან, მამხილებელი ინტერვიუებიდან დგინდება ისიც, რომ მომტიგეებს, ივანიშივლის ომონი ძარცვავდა. რეჟმმა რუსთაველის გამზრიზე ომის დროს მოროდიორების წესების აამოქმედა. დაკავებულებს არმევდნენ, სამკაულებს ტანსაცმელს საათებს ტელეფონებს, ყველაფერს რაც ომონელს მოსწონდა გლეჯდნენ და მიჰქონდათ

ყველა ისტორია მიუთითებს, რომ ხალხს, ვისაც საქართველოს გარუსება არ უნდა და მომავალს ევროპაში ხედავს აწამბედნენ, ეს ადმიანურობის წინააღდეგ ჩადენილი დანაშულის ცხადი ნიშნაია. 

დაკავებულია 460 მოქალაქე, ნაწამები და ნაცემია 380  მომიტინგე - დარღვეული მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტების და დაკავებულების აბსოლუტური უფლება - წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა.

რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების მასშტაბი აღწევს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ადამიანურობის წინააღმდეგ. 

სახეზეა წამება, ჩადენილი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, ფართომასშტაბიანი და სისტემატური თავდასხმების სახით.  ჩადენილია სამოქალაქო მოსახლეობის პოლიტიკური და დისკრიმინაციული ნიშნით დევნა და არაადამიანური ქმედებები, რომლებიც იწვევს მძიმე ტანჯვას, სხეულის მძიმე დაზიანებას, ან/და მძიმე ზიანს აყენებს პირის ფსიქიკურ ან ფიზიკურ ჯანმრთელობას.

სასტიკი მეთოდების გამოყენების ათობით ფაქტის მუხედავად საგამოძიებო უწყებებს ამ დრომდე არც ერთი მოძალადე პოლიციელი არ დაუკავებიათ. აქციის მონაწილეები კი დააკავეს, იძალადეს მაგრამ ვერ დააშინეს - ვინც კლინიკად გამოეწერა და საპატიმროებიდან გამოვიდა, უკვე რუსთაველის გამზირზე დგას - იმავე მოთხოვნით, რომ უნდათ ევროპა და რომ გარუსებას არ შეეგუებიან.

დეტალები ნახეთ, მაკა ანდრონიკაშვილის რეპორტაჟში.

 

მსგავსი სიახლეები