სახიფათო მონაკვეთი - საოკუპაციო ხაზთან ახალი ნიშნულები გამოჩნდა

04.09.21 15:11
სახიფათო მონაკვეთი - საოკუპაციო ხაზთან ახალი ნიშნულები გამოჩნდა

"ყურადღება, სახიფათო მონაკვეთი", - საოკუპაციო ხაზთან ამ წარწერებით ახალი  ნიშნულები გამოჩნდა. ოკუპანტებმა ბანერები ხურვალეთთან  რამდენიმე დღის წინ აღმართეს.

ნიშნულები ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრებმა აღმოაჩინეს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ტერიტორია დანაღმულია და  ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.