დიქტატურას ერთნაირი ხელწერა აქვს, ვხედავთ, როგორ ახლოს მოვიდა ჩვენთან რეპრესიები - ნანა ექვთიმიშვილი
"12 წლიანი ისტორია "ოცნების" იმით იყო დაკავებული, რომ ისეთი გუნდი შემოეკრიბა, რომელიც აბსოლუტურ მორჩილებაში იქნებოდა" - ამის შესახებ რეჟისორმა და სცენარისტმა, ნანა ექვთიმიშვილმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა
მისი თქმით, "ოცნების" მამრთველობა დიქტატურას დაემსგავსა და რეჟიმის რეპრესიები განსაკუთრებით შეეხო ხელოვნებსაც.
დიქტატურას ერთნაირი ხელწერა აქვს და დღეს ვხედავთ, როგორ ახლოს მოვიდა ჩვენთან რეპრესიები, მაგრამ ამის მიხუედავად დღეს ადამიანები მაინც შემართებით დგანან რუსთაველზე და პროტესტი უფრო და უფრო ძლიერდება - განაცხადა ექვთიმიშვილმა.
რეჟისორმა ისაუბრა სალომე ზურაბიშვილზეც და თქვა, რომ სწორედ ის არის მისთვის და ქვეყნისთვის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, ასევე ნაძვის ხის ანტების ღონისძიებასაც შეეხო და ტქვა, რომ იქ სადაც ზღვარდაგასული სისასტიკე და წამება მიდიოდა მოქალაქეების, ზეიმი აბსოლუტურად მიუღებელია.
დღეს მე რუსთაველზე ვიყავი, როცა პრეზიდენტი ზურაბიშვილი იქ მოვიდა, მას ხალხი ოვაციებით შეხვდა, სწორედ ის არის დღეს ლეგიტიმური პრეზიდენტი და სხვა პრეზიდენტი საქართველოს არ ჰყავს.
ამ, ბოლო დღეები ისეთი სისასტიკე ვნახეთ, ყველა ზღვარსგადასული იყო ეს სისასტიკე. ამ ნაძვის ხის ანთების, ამ ზეიმის გამცოხადება იყო აბსოლუტურად მიუღებელი, თუმცა პრინციპში იმ ლოგიკაშვიე ჯდება, რაშიც "ოცნება" თავად იმყოფება.