ღამით აქტივისტი ნიკო მანაგაძე დააკავეს
ვერშემდგარი ზეიმის შემდეგ ივანიშვილის პოლიციამ სტუდენტების დაკავება დაიწყო. ცნობილი ხდება, რომ გუშინ ღამით თსუ-ს სტუდენტი ნიკო მანაგაძე დააკავეს, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. აქტივისტი ადმინისტრაცისული წესით არის დაკავებული.
მანაგაძე გომელაურის რაზმის ნიღბიანებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მშვიდობიანი აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. მას უფლებადამცველი უკვე შეხვდა, რომელსაც მანაგაძემ მომხდარის შესახებ დეტალურად უამბა.
ინტერესების დამცველის თქმით, პოლიციის ავტომობილში ჩასმისთანავე, სტუდენტს ჰკითხეს, რატომ არ მივიდა გამოკითხვაზე, რომელზეც დაბარებული იყო. არადა, ახალგაზრდას ნათქვამი ჰქონდა, რომ ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკიხითხვაზე იყო თანახმა.
ნიკოს მიმართ ტერორი უკვე დიდი ხანია ხორციელდება და ნიკო არის სამიზნე თავად ე.წ. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის. გუშინ ნიკო აქციაზე იმყოფებოდა დილის 07:00 საათიდან. 16:00 საათზე მას დაურეკა ვინმე ლაშა ტუხაშვილმა და დაიბარა გამოკითხვაზე. მიიღო უარი და ჩვენ ვუთხარით, რომ გამოვცხადდებოდით სასამართლოში. ნიკო მიმართ განხორციელდა არა დაკავების ღონისძიება, არამედ მისი გატაცება. ფიზიკურად დააკავეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ნიღბიანმა პირებმა. მასთან შევიდა ერთ-ერთი პირი, უხეშ ფორმიმთ ესაუბრებოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დადის საერთდო აქციებზე და როდემდე აპირებს ასე გაგრძელებას. ნიკოს პასუხი არის უკვე იზოლატორიდან, რომ ის არ აპირებს დანებებას, არის მხნედ, - ამბობდ ადვოკატი.
ცნობილია, რომ ნიკო მანაგაძის საქმეზე მოსამართლე ხვალ იმსჯელებს.
ასევე ცნობილია, რომ გუშინვე დააკავეს ნიკა კალანდაძეც, რომელიც ნიკო მანაგძესთან ერთად იმყოფებოდა.