ყვარელში ხანძარი ლოკალიზებულია

04.09.21 16:17
ყვარელში ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ყვარლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია.

უწყების ცნობით,ყვარლის ტბის მიმდებარედ ტყეში შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.


შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ყვარლის ტბის მიმდებარედ ტყეში მოხდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზება და დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. 
მეხანძრე-მაშველების გადმოცემით ხანძარი გავრცელებულია ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე.
ამ დროისთვის, ადგილზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. 
ქრობის პროცესში ცოცხალ ძალასთან ერთად, ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი", - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციაში.

 

მსგავსი სიახლეები