არცერთი ძალადობის ორგანიზატორი დასჯილი არაა და ჩემ წინააღმდეგ აღიძრა საქმე - თაგაბარი

04.09.21 17:09
არცერთი ძალადობის ორგანიზატორი  დასჯილი არაა და  ჩემ წინააღმდეგ აღიძრა საქმე - თაგაბარი

Tbilisi Pride-ის ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი მის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტაციული სამართალწარმოების დაწყებას ეხმაურება.

ძალიან დიდი აბსურდია ეს საქმე, ძალიან დიდი ძალადობის ფონზე, რაც ხდებოდა, იმ ყველაფრის ფონზე როგორ მიმდინარეობს გამოძიება, არცერთი ძალადობის ორგანიზატორი დასჯილი არ არის 2 თვის თავზე და ამ დროს, ჩემ წინააღმდეგ აღიძრა საქმე, რომელიც ძალიან აბსურდულია და აჩვენებს, როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ დღეს ჩვენ", - ამბობს გიორგი თაბაგარი.

თაბაგარის ინფორმაციით,  მის წინააღმდეგ საქმე 5 ივლისთან დაკავშირებით დაიწყო. საქმე პოლიციელის სატელეფონო ზარს ეხება. 

შეგახსენებთ, 5 ივლისს მომხდარი ძალადობის საქმეზე ამ დრომდე ძალადობრივი ჯგუფების არცერთი ორგანიზატორი არ დაუკავებიათ.

მსგავსი სიახლეები