ვიცავთ თავისუფლებას! - ხელოვანები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

15.12.24 16:09
ვიცავთ თავისუფლებას! - ხელოვანები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

თბილისში პროტესტი არ წყდება. ახალი არჩევნების დანიშვნის და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში ამჯერად ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები გამოვიდნენ. აქციის მონაწილეები ჯერ თინათინ რუხაძის უწყებასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით დედაქალაქის ქუჩები მოიარეს. რესტავრატორები, მეცნიერები და ხელოვნებათმცოდნეები იმ კრიზისზე საუბრობენ, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" 12 წლიანი მმართველობის დროს შექმნა. ჩამონათვალი იწყება გელათით, გრძელდება პროფესიონალი კადრების სისტემიდან გაშვებით და სრულდება სამეცნიერო პროგრამების შეჩერებით.

დიდი ხანია ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ხელოვნების მიმართულებით არის, განსაკუთღებით წინა მინისტრის, თეა წულუკიანის დროს, რა უბედურებაც მან დაატრიალა, ყველა მიმათულებით. დღეს ჩვენინ შეკრების მიზანი არის, რომ უბრალოს მოვიპოვოთ უფლება, ამ ქვეყანაში ვიცხოვროთ. არალეგიტიმური ხელისუფლების ყველა ქემდება, რა ცვლილებასაც იღებს ის კანონებში, ყველაფერი ეს ემსახურება რეპრესიული მანქანის ამუშავებას. მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ ის ადამიანები, რომლებიც მათ არ ემხრობიან და ჩვენ ვნახეთ, რომ ეს არ არის ცოტა, და უფრო მეტია, ვიდრე მათ ჰგონიათ, უბრალოდ უნდათ, რომ გაანადგურონ. ჩვენ ვიცავთ ევროპულ მომავალს. ევროპული მომავალი სულაც არ არის სხვა ქვეყნებიდან თავს მოხვეული, ეს ჩვენი ღირებულებაა. თავისუფლება და თავისუფალი ქემდების უფლება. სიტყვის თავისუფლება, ეს ჩენი ძირითადი ფასეულობაა, რომელზეც ჩვენ ვდგავართ. ჩვენ უკანდ ასახევი გზა არ გვაქვს, სხვა შემთხვევაში, უნდა წავიდეთ ქვეყნიდან, - ამბობს პროტესტის მონაწილეები. 

მსგავსი სიახლეები