"ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია" - ხელოვანების საპროტესტო მსვლელობა

15.12.24 17:16
"ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია" - ხელოვანების საპროტესტო მსვლელობა

დედაქალაქში ისევ პროტესტია. ამ წუთებში ხელოვანებმა მტკვრის მარცხენა სანაპირო გადაკეტეს, სადაც საპროტესტო მარშს მართავენ. "შეწყდეს ეს ტრაგიკომედია", "ახალი თაობა" - ამ შინაარსის ბანერებით მიემართაბიან აქციის მონაწილეები რუსთაველის გაზმრისკენ. 

მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ დიქტატურასა და საპოლიციო რეჟიმში აღმოჩნდნენ, რასაც ვერ დაუშვებენ. 

ჩვენ გამოვედით, რომ დავგმოთ ის დღის წესრიგი, რაც ახლა დადგა, აღმოვჩნიდთ მოულოდნელად დიქტატურაში, საპოლიციო რეჟიმში, სადაც ყველაფერს ზღუდავენ, კლავენ და უნდათ, მაქსიმალურად დაიქვემდებარონ, გაანადგურონ თავისუფალი სული, რაც დაგვრჩა ქართველებს. ასე ვეცდებით, რომ დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს. დარ დავიღლებით, - ამბობს აქციის მონაწილე. 

აქციის მონაწილეები პირდაპირ ამბობენ, რომ გამოსავალი ახლა მხოლოდ ახალი არჩევნები და ყველა უდანაშაულოდ დაკავებულის უპირობოდ გათავისუფლებაა.  

მსგავსი სიახლეები