არცერთი გამამართლებელი განაჩენი არ არის გამოტანილი! ეს არ არის სამართალი! - ნინო კასრაძე
მსახიობი ნინო კასრაძე, რომელიც ამ წუთებში ხელოვანების საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობს, ამბობს, რომ ცვლილებების დროა. ხელოვანის თქმით, საზოგადოებაში დაძაულობის განმუხტვისთვის და სამართლებრივ სივრცეში დაბრუნებისთვის, ახალი არჩევნებია საჭირო.
ნინო კასრაძე ასევე უსამართლოდ დაკავებული აქტივისტების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს არცერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანია, რაც ცხადყოფს, რომ სასამართლო სისტემა უსამართლოდ იქცევა.
არ ვიცი რამდენი დრო დასჭირდება ამას, მაგრამ მე მგონია, რომ საზოგადოების ყველა ფენა გააცნობიერებს, მიხვდება, რომ აუცილებელია ცვლილება, აუცილებელია რეფორმა. ამ ცვლილებაში და რეფორმაში ვგულისხმობ ახალ არჩევნებს, საზოგადოებაში ამ დაძაბულობის განხმუტვისთვის და სამართლებრივ სივრცეში გადასვლისთვის და რა თქმა უნდა, ამ ახალგაზრდების გათავისუფლება. არცერთი გამამართლებელი განაჩენი არ არის გამოტანილი, არცერთი! ეს არ არის სამართალი, - ამბობს ნინო კასრაძე.