"ჩვენი მთავარი სამსახური სამშობლოს სამსახურია" - აიტი სპეციალისტების პროტესტი თბილისში
ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებიც. აიტი სპეციალისტები უკვე მესამე დღეა ქუჩაში არიან გამოსულები. მათ ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: ახალი არჩევნები და უსამართლოდ დაკავებული ადმაიანების გათვაისუფლება.
აიტი სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში ცხოვრება უსაფრთხო აღარ არის და არ იციან, სახლიდან გასვლის შემდეგ დაბრუნდებიან თუ არა სახლში.
პირველ რიგში, აქ შეკრებილი ყველა ადამიანის მთავარი სამსახური არის სამშობლოს სამსახური. სხვა გზა არ გვაქვს და უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი და ევროპული. „ქართული ოცნება“ რა ნარატივსაც ატარებს, თითოეულ ადამიანის ემუქრება საფრთხე. ქუჩაშ რომ გამოვდივარ, არ ვიცი სახლში მივალ თუ არა. ვიღაცის ეჭვის გამო შეიძლება დამიჭირონ , იმიტომ, რომ ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ შეიძლება დანაშაული ჩავიდინო. დროშის და ჰიმნის გამო გვიჭერენ და რამ უნდა გაგვაჩეროს?!, - ამბობს აქციის მონაწილე.