საქართველოში რუსეთი უნდა დამარცხდეს! - დევნილები საპროტესტო აქციას მართავენ

15.12.24 18:06
საქართველოში რუსეთი უნდა დამარცხდეს! - დევნილები საპროტესტო აქციას მართავენ

პროტესტის კიდევ ერთი ეპიცენტრი რესპუბლიკის მოედანია, სადაც აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ ივანიშვილი საქართველოს ევროპულ მომავალს პუტინის დავალებით ართმევს. მათი თქმით, ყველაზე უკეთ იციან, რა არის რუსეთი და ამიტომ, ქვეყანას ევროპული მომავლის გარეშე გამოუსწრებელი ზიანი მიადგება.

10 წლის ვიყავი, როდესაც საბჭოთა ძალებს საკუთარი ეზოდან სოხუმში ვესროდი ქვებს. 4 წლის მერე უკვე მამაჩემი და ბიძაჩემი უკვე ავტომატით ხელში ებრძოდნენ რუსებს, 2008 -ში კი პირადა ვიყავი ჩართული იმ მოვლენებში და დღეს უკვე ჩემს შვილთან ერთად მიწევს რუსთაველზე რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. 30 წლია, პრაქტიკულად, სამი თაობის ქართველები ვებრძვით რუსეთს და რუსეთი საქართველოში უნდა დამარცხდეს. ჩვენსა და ჩვენს დაბრუნების შორის დგას „ქართული ოცნება“ და რუსეთი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადავტეხოთ ეს მდგომარეობა, - ამბობს აქციის მონაწილე.   

მსგავსი სიახლეები