“რა? სად? როდის?” და “წიგნების თაროს” მოთამაშეთა საპროტესტო მსვლელობა პარლამენტთანაა
“რა? სად? როდის?” და “წიგნების თაროს” მოთამაშეთა საპროტესტო მსვლელობა პარლამენტთანაა. აქციის მონაწილეები ქუჩაში "ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდნენ. ამბობენ, რომ ქვეყნის ევროპული კურსის შეცვლას და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას არ შეგუებიან. პროტესტის მონაწილეების მიაჩნიათ, რომ ცვლილებების დროა და საჭიროა, ახალი არჩევნები დაინიშნოს.
შეგახსენებთ, რომ უკვე მე-17 დღეა ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქუჩაში ხალხი "ოცნების" იმ გადაწყვეტილებამ გამოიყვანა, რომლის თანახმადაც, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. ახალგაზრდების პროტესტს უკვე ორ კვირაზზე მეტია ხელისუფლება სასტიკი მეთოდების უსწორდება. აქციის მონაწილეებს არბევენ, ფიზიკურად უსწორდებიან და უსაფუძვლოდ აკავებენ.