კალაძის იმიტირებული ზეიმი ჩავარდა - "ოცნებამ" ღონისძიებაზე საჯარო მოხელეები ვერ მოაგროვა

15.12.24 21:00
კალაძის იმიტირებული ზეიმი ჩავარდა - "ოცნებამ" ღონისძიებაზე საჯარო მოხელეები ვერ მოაგროვა

 

კაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე შვილის მიყვანა სურდა,  ნახალოვკელი ე.წ. ძველი ბიჭი გიორგი ჩაგელიშვილი იგივე დუგლასაა. "პირველების" მოპოვებული ინფორმაციით, დუგლასა კრიმინალური ავტორიტეტის, ნახალოვკელი კაწროს დაჯგუფების წვრია.   კამერასთან დუგლასა ტყულს ამბობდა, რაც მალევე გაირკვა. მას შვილი საერთოდ არ ჰყავს.

"ქართული ოცნების" იმიტირებული ზეიმი და ხალხის დაპირისპირების მცდელობა რუსთაველზე ჩაიშალა. "პირველების" მოპოვებული ინფორმაციით, ამ დღისთვის რეჟიმი საგანგებოდ ემზადებოდა.
დედაქალაქის დიდი რაიონებიდან  1000 -1000 კაცი ; ცენტრალური უბნებიდან კი  500-500 - ეს დავალება ჰქონდა გაცებული თბილისის მერს. ხალხი ადგილობრივ გამგეობებს უნდა მოეგროვებინათ . გეგმამ კრახი განიცადა. ადგილზე "ოცნების" დეპუტატები საჯარო მოხელეების მცირე ჯგუფი და სპორტსმენებთან დაახლოებული მაგინებელთა რაზმები მივიდა.

კადრებში, რომელიც ტვ პირველმა გადაიღო, მამუკა მდინარაძის გვერდით  გიორგი იანტბელიძე ჩანს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მწვრთნელი, რომლის სახელიც  კორცხელში ოპოზიციაზე განხორციელებულ თავდასხმასაც უკავშირდება,  რამდენიმე დღის წინ პროევორპული აქციის მონაწილეებს ღიად ემუქრებოდა.კიდევ ერთი ქალი შავი ქურქით  66-ე ბაგა ბაღის დირექტორია. საჯარო მოხელეა მის გვერდით  მდგომი ქალიც.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები