გენეტიკურად გვიწერია, რომ აუცილებლად გადავრჩებით! - მარი ნაკანი
ფოტოგრაფი მარი ნაკანი, რომელიც ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ქვეყანაში საბჭოური დოგმები და სისასტიკე. მისი თქმით, ქართველები აუცილებლად გადარჩებიან, რადგან მათ ეს გენეტიკურად უდევთ.
მგონია, რომ იკვრება ჩვენი მისია, ჩვენი გეშტალტი, რომ საბოლოოდ დაიხუროს საბჭთა კავშირის დოგმები, სისასტიკე, მრისხანება, უფლებების შეზღუდვა. თან რუსებს ყოველთვის შურდათ ქართველების, ჩვენ ვიცით, არ მოსწონდათ, ასეთი პატარა ერი ვართ და ყველაფერშ ნიჭირები ვართ. მეცნიერებაში ნიჭიერები, სიმღერაში, ცეკვაში, მხატვრობაში, კინემატოგრაფიაში. გენეტიკურად გვიწერია, რომ ჩვენ ყოველთვის გადავრჩებით!, - ამბობს მარი ნაკანი.
შეგახსენებთ, რომ უკვე მე-17 დღეა ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქუჩაში ხალხი "ოცნების" იმ გადაწყვეტილებამ გამოიყვანა, რომლის თანახმადაც, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. ახალგაზრდების პროტესტს უკვე ორ კვირაზზე მეტია ხელისუფლება სასტიკი მეთოდების უსწორდება. აქციის მონაწილეებს არბევენ, ფიზიკურად უსწორდებიან და უსაფუძვლოდ აკავებენ.