ხელოვანები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ - სალომე ზურაბიშვილი მათთან შესახვედრად გავიდა
კულტურის სფეროს წარმომადგენლები დღეს მსვლელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ და პრეზიდენტს მოუწოდეს, მათთის სოლიდარობა გამოეხატა. სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გავიდა და მათ ქვეყნის სამსახურში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
ხელოვნების სფეროს წარმოადგენლები ამბობენ, რომ ერთადერთ ხელისუფლების ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად სწორედ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ და ამიტომ მისი მხარდაჭერა მათთბის მნიშვნელოვანი იყო.
სოლიდარობის აქტის შემდეგ, აქციის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედნისკენ დაიძრნენ, სადაც მათ ხელოვნებათმოცდნეები და ამ სფეროს სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ მისცემენ "ოცნებას" უფლებას, რომ უკანონოდ დაკავებული ადამიანები ციხეში ჩატოვოს.
ამ დროისათვის ხელოვანები უკბე რუსთაველის გამზირზე, მთავარ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის ჩართვაში/