ეგზისტენციალური კრიზისია ქვეყანაში და აქედან უნდა გამოვიდეთ - ქეთათო

15.12.24 20:27
ეგზისტენციალური კრიზისია ქვეყანაში და აქედან უნდა გამოვიდეთ - ქეთათო

მომღერალი ქეთათო პოპიაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ეგზისტენციალური კრიზისია, სადაინაც ქართველი ხალხი აუცილებლად უნდა გამოვიდეს. ხელოვანის თქმით, ხალხის დგას და იდგება იქამდე, ვიდრე ქვეყანა თავის უსტორიულ კურსს არ დაუბრუნდება.  

მაშინ, როდესაც ქვეყანა თავზე გვექცევა, ფაქტობრივად, ჩამოშლის პირას ვართ, ასეთ დროს ნაძის ხეზე ლაპარაკი, რავიცი... ეტყობა ხუმრობაა, თუმცა შეეძლოთ, აენთოთ, არავინ ხელს არ უშლიდა, თვითონ იცავდნენ შავოსნები და ეტყობა მაგიტომ ვერ აანთეს ფერადი ნაძვის ხე, ბევრი სიშავე იყო იქ. ვდგავართ და ვიდგებით მანამ, სანამ ქვეყანა ევროპულ კურსს არ დაუბრუნდება, ეგზისტენციალური კრიზისია ქვეყანაში და აქედან უნდა გამოვიდეთ, - ამბობს ქეთათო.  

შეგახსენებთ, რომ უკვე მე-17 დღეა ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქუჩაში ხალხი "ოცნების" იმ გადაწყვეტილებამ გამოიყვანა, რომლის თანახმადაც, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. ახალგაზრდების პროტესტს უკვე ორ კვირაზზე მეტია ხელისუფლება სასტიკი მეთოდების უსწორდება. აქციის მონაწილეებს არბევენ, ფიზიკურად უსწორდებიან და უსაფუძვლოდ აკავებენ.   

მსგავსი სიახლეები