რუსთაველის გამზირისკენ საპროტესტო მსვლელობით ცხოველთა უფლაბადამცველებიც მიემართებიან

15.12.24 20:36
რუსთაველის გამზირისკენ საპროტესტო მსვლელობით ცხოველთა უფლაბადამცველებიც მიემართებიან

 

საპროტესტო აქციას რამდენიმე წუთში ცხოველთა უფლებების დამცველები შეუერთდებიან. მოქალაქეები აქციაზე შინაურ ცხოველებთან ერთად მივიდნენ. პროტესტის მონაწილეები "ოცნების" პოლიტიკას აპროტესტებენ და აახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

თუკი რაიმე ფინანსდება მიუსაფარი ცხოველებისთვის საქართველოში, ფინანსდება ევროპიდან. შესაბამისად, თუ ეს დაფინანსება აღარ იქნება და შეწყდება, ისედაც უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი ცხოველები  უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდებიან. გვინდა, ნორმალურ პირობებში მუშაობა, ღირსეული ანაზღაურებით, ღირსეული ტექნოლოგიებით და ვაპროტესტებთ რუსულ რეჟმს, ვაპროტესტებთ უკანონოდ დაკავებულებ პატიმრებს და მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას. აუცილებლად უნდა გადადგეს მთავრობა, - ამ ბობს აქციის მონაწილე. 

ცხოველთა უფლებადამცველებმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედანიდან დაიწყეს და ამ წუთებში რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები