ESM-ელები ევროპისკენ! - ევროპული ბიზნესსკოლის კურსდამთავრებულები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

15.12.24 20:53
ESM-ელები ევროპისკენ! - ევროპული ბიზნესსკოლის კურსდამთავრებულები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

 

რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციას წუთი წუთზე შეუერთდებიან პირველი ევროპული ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულები. ისინი ახლა მსვლელობაში  პროფესორ - მასწავლებლებთან ერთად დგანან. ითხოვენ ახალ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას. აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ევროპასთან შეჩერებული მოლაპარაკებები პირდაპირი საფრთხეა როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, ისე ქართული ეკონომიკისა  და ბიზნესისთვის.

რეფერენდუმით არჩეული გვაქვს ევროპული მომავალი. ამ რეფერენდუმის და ევროპული მომავლის შეცვლის უფლება არავის აქვს, შებამისად, ჩვენ ევროპის მართის უმაღლესი სასწავლებლის ყველა ასაკის ადამიანი შევიკრიბეთ, რომ მივმართოთ მთავრობას, რომ დანიშნოს ახალი არჩევნები, - ამბობს აქციის მონაწილე. 

მსგავსი სიახლეები