თბილისში დილიდან პროტესტის ხმა ისმის- “საბურთალოს სამეზობლო“ ქუჩაში გამოვიდა

16.12.24 11:18
თბილისში დილიდან პროტესტის ხმა ისმის- “საბურთალოს სამეზობლო“ ქუჩაში გამოვიდა

დილის რვა საათიდან თბილისში პროტესტის ხმა ისმის- “საბურთალოს სამეზობლო“ ქუჩაში გამოვიდა და ევროპული მომავლის მცვლების გათავისუფლებას ითხოვდა.

აქციის მონაწილეები მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტთან“ შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან.

მათ ადგილზე საქართველოს ეროვნული დროშა და ბანერები აქვთ მიტანილი, რომელზეც აქციების დროს დაკავებული და ნაცემი აქციის მონაწილეები არიან გამოსახულები.

შევიკრიბეთ აქ  მეზობლები, რათა გავაპროტესტოთ უაზრო რეჟიმი, სისულელე ხდება ქვეყანაში, აბსურდია ქვეყანაში და ასე გაგრძელება არ შეიძლება. უნდა გამოვიდეს ყველა და გავაპროტესტოთ რეჟიმი, რადგან ასე ვერსად ქწვალთ. ევროპის გზა გვეკეტება და ამას ასე ვერ დავტოვბეთ. ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, - ამბობს აქციის მონაწილე.

შევიკრიბეთ სამეზობლო, ტაფებით, ქვაბებით, ჩამჩებით, რაც არ უნდა აგვიკრძალონ, მაინც მოვიფიქრებთ ფორმას და ზომას და მივაწვდენთ მთელ საქართველოს ხმას. ჩვენ ყველგან ვართ, ბევრი ვართ და ყველანაირი ხერხით გავაგრძელებთ ბრძოლას, ჩვენი მოთხოვნებისთვის“, - განაცხადა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.

მათივე თქმით, ისინი ითხოვენ შეწყდეს წამება, უსამართლობა და ჩატარდეს ახალი არჩევნები.

ცნობისთვის, დღეს ქვეყნის მასშტაბით 9 საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები