“ტვ პირველის“ ოპერატორი ამბობს, რომ მას რამდენიმე დღეა, სამოქალაქო ფორმიანი პირები უთვალთვალებენ

16.12.24 11:33
“ტვ პირველის“ ოპერატორი ამბობს, რომ მას რამდენიმე დღეა, სამოქალაქო ფორმიანი პირები უთვალთვალებენ

დევნა მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ - “ტვ პირველის“ ოპერატორი ამბობს, რომ რამდენიმე დღეა სამოქალაქო ფორმიანი პირები უთვალთვალებენ. 

დემეტრე შარიქაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება მის დაშინებას ემსახურება.

“ცდილობენ დაგვაშინონ და ფსიქოლოგიურად იძალადონ“, - ამბობს ის.

შავი, დაფარულნომრიანი მანქანა იყო, მეზობლები ამოვიდნენ რამდენჯერმე ჩემთან, დაბლა გელოდებიანო. სახლიდან რომ გამოვედი, ჩემი და მომყვებოდა, ერთი ოთხგან გადამიჭრეს გზა. მე მგონია, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, აქტიური ვარ და ცდილობენ დაგვაშინონ და ფსიქოლოგიურად იძალადონ, ამიტომაც მოდიან სახლებთან. მაგათი აღარავის ეშინია.

2 ტიპი მოვიდა, გუშინ მთელი ღამე ჩემ სახლთან იყვნენ. სახელი და გვარი იკითხეს და გაარკვიეს სად ვმუშაობდი“, - ამბობს შარიქაძე.

“ტვ პირველი“ საგამოძიებო უწყებას მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნული საქმის გამოძიება, რათა გაირკვეს, რატომ უთვალთვალებენ დემეტრე შარიქაძეს. 

 

მსგავსი სიახლეები