“საქართველო არ არის და არასოდეს გახდება რუსეთი“ - დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა ქართველებმა აქცია გამართეს

16.12.24 12:25
“საქართველო არ არის და არასოდეს გახდება რუსეთი“ - დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა ქართველებმა აქცია გამართეს

“მოვითხოვთ, რომ შეწყდეს რუსული რეპრესიები ქვეყანაში, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ჟურნალისტებზე და აქციის მონაწილეებზე“ - დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა ქართველებმა მანჩესტერის ცენტრში აქცია გამართეს. 

ისინი საპროტესტო აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

მათი თქმით, “საქართველო არ არის და არასოდეს გახდება რუსეთი“.

დიდ ბრიტანეთში, კერძოდ მანჩესტერში მცხოვრები ქართველები ვიზიარებთ და ვუერთდებით ჩვენი ხალხის ბრძოლას რუსული მოძალადე რეჟიმის წინააღმეგ. განვიცდით და ვაპროტესტებთ საქართველოში არსებულ მძიმე მდგომარებას, გვინდა ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ აქციის თითოეული მონაწილისა და ევროპული კურსის მომხრე ყველა ქართველის მიმართ.

მოვითხოვთ, რომ შეწყდეს რუსული რეპრესიები ქვეყანაში, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ჟურნალისტებზე და აქციის მონაწილეებზე, განთავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული პოლიტიკური პატიმრები  და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები! გვეამაყება და ქედს ვიხრით თითოეული მათგანის სიმამაცისა და შეუპოვარი ბრძოლის წინაშე,  რომლებიც სამშობლოსთვის საკუთარ სიცოცხლეს და თავისუფლებას სწირავენ! საქართველო არ არის და არასოდეს გახდება რუსეთი, ღრმად გვწამს რომ დავიმკვიდრებთ ჩვენს ადგილს ცივილიზებულ სამყაროში, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცულია, მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს!“, - აცხადებენ მანჩესტერში მცხოვრები ქართველები.

 

მსგავსი სიახლეები