მანაგაძის ადვოკატი ამბობს, რომ გამომძიებლები დაკავებულთან კანონდარღვევით შევიდნენ და ინფორმაციის მიღება სცადეს
თსუ-ს სტუდენტი ნიკო მანაგაძე ამ დრომდე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება - “ტვ პირველისთვის“ ცნობილი ხდება, რომ გამომძიებლები მასთან კანონდარღვევით შევიდნენ და ინფორმაციის მიღება სცადეს, მიუხედავად იმის, რომ მათ იცოდნენ, მანაგაძე მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე აპირებდა ჩვენების მიცემას.
ადვოკატის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი კანონდარღვევა, რაზედაც, წესით, გენინსპექცია უნდა რეაგირებდეს.
ჩემი მონაწილეობის გარეშე იყო გამომძიებელი შესული, მიუხედავად იმის, რომ მე შეთანხმებული მქონდა მასთან, რომ ჩვენ სასმართლოში გამოვიკითხებოდით, მაგისტრატი მოსამართლის მონაწილეობით, თვითნებურად მაინც შევიდა ნიკოსთან და მიიღო მისგან უარი გამოკითხვაზე. ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც ნიკო დააკავეს, თუმცა რამდენიმე საათში ჩვენ ვნახავთ, სავარაუდოდ, სასამართლო როგორ დააკანონებს იმ თვითნებობას და საპოლიციო რეჟიმის თავგასულობას, რასაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიშმი ვხედავთ: ადამიანებს აკავებენ სახლებთან ეზოებში, მანქანებში იმის გამო, რომ ისინი მათთვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციას ითხოვენ, სასამართლოში გამოკითხვას“, - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, 14 დეკემბერს თსუ-ს სტუდენტი ნიკო მანაგაძე დააკავეს. აქტივისტი ადმინისტრაცისული წესით არის დაკავებული.
მანაგაძე გომელაურის რაზმის ნიღბიანებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მშვიდობიანი აქციიდან სახლში ბრუნდებოდა.
ინტერესების დამცველის თქმით, პოლიციის ავტომობილში ჩასმისთანავე, სტუდენტს ჰკითხეს, რატომ არ მივიდა გამოკითხვაზე, რომელზეც დაბარებული იყო. არადა, ახალგაზრდას ნათქვამი ჰქონდა, რომ ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკიხითხვაზე იყო თანახმა.