"ერთად შევქმნათ ციფრული საახალწლო ბაზრობა“ - ertobit.ge სტარტაპერებს და მცირე ბიზნესს სპეციალურ გვერდს შეუქმნის

16.12.24 12:23
"ერთად შევქმნათ ციფრული საახალწლო ბაზრობა“ - ertobit.ge სტარტაპერებს და მცირე ბიზნესს სპეციალურ გვერდს შეუქმნის

პლატფორმა Www.ertobit.ge-ის თანადამფუძნებელი ნიკა მარღანია გამოდის ინიციატივით, შეიქმნას “ ციფრული საახალწლო ბაზრობა“, რათა ყველა იმ სტარტაპმა თუ მცირე ბიზნესმა, რომელიც გამოეყო თბილისის მერიის საახალწლო ღონისძიებებს, საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია შეძლოს.

მარღანია წერს, რომ ამით ერთ-ერთი მოქალაქის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც წერდა, რომ “საახალწლო საჩუქრები შევიძინოთ მხოლოდ იმ ბიზნესებისგან, ვინც პროევროპულ აქციებს მხარს უჭერს და უარს აცხადებს საშობაო სოფელში მონაწილეობაზე.“

მეგობრებო, მინდა გაგაცნოთ ძალიან მაგარი ინიციატივა, რომელსაც მეც ვუერთდები.

Www.ertobit.ge-მ გადავწყვიტეთ, ჩვენი მხრიდან დავეხმაროთ ამ ადამიანებს, როგორც ისინი იჩენენ მხარდაჭერას ჩვენდამი. ამიტომ ყველა ის სტარტაპი თუ მცირე ბიზნესი, რომელიც გამოეყო თბილისის მერიის საახალწლო ღონისძიებებს, ჩვენს ვებსაიტზე შევუქმნით ცალკე გვერდს, სადაც თქვენ შეძლებთ ნახოთ მათ შესახებ ინფორმაცია და სურვილისამებრ შეიძინოთ მათი პროდუქცია.

ვისაც მოგეპოვებათ მსგავს სტარტაპ-კომპანიებზე ინფორმაცია, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ, რომ უფრო ეფექტურად შევძლოთ მათი დახმარება.

ერთად შევქმნათ ციფრული საახალწლო ბაზრობა და გავულამაზოთ ამ რთულ დღეებში ჩვენს საყვარელ ადამიანებს საახალწლო ღამე“, - წერს ნიკა მარღანია.

 

მსგავსი სიახლეები