პროტესტი თსუ-თან - სტუდენტები მსვლელობის დასაწყებად ემზადებიან

16.12.24 14:10
პროტესტი თსუ-თან - სტუდენტები მსვლელობის დასაწყებად ემზადებიან

პროტესტი თსუ-თან - სტუდენტები მსვლელობის დასაწყებად ემზადებიან.

ახალგაზრდებს ნაცემი და დაკავებული თანატოლების ფოტოები უკავიათ და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს ითხოვენ.

სტუდენტების აქციის გამო, დილიდან თსუ-ის პირველ კორპუსთან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო საზოგადოება გამოსაცოცხლებელია, ჩვენ ვართ ვქეყნის ყველაზე განათლებული და ჯანსაღი ხალხი, საჭიროა ლექტორები, აკადემიური სექტორი და სტუდენტები გამოვიდნენ და გადავწყვიტოთ რა არის სწორი და რისი გაკეთება შეიძლება. ჩვენი უნივერსიტეტელები, ზვიად ცეცხლაძე და ნიკო მანგაძე არიან დაკავებულები და ის რეპრესიები, რასაც ახორციელებს რეჯიმი სტუდენტების მიმართ, ყველაზე დიდი ტკივილია ჩვენთვის“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

პროტესტი თბილისში დილის 8:00 საათიდან დაიწყო, დღეს მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ადგილზე 9 აქციაა დაგეგმილი, ასევე დააანონსებულია მსვლელობები. 

მსგავსი სიახლეები