ჟურნალისტი, გურამ როგავა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო

16.12.24 13:17
ჟურნალისტი, გურამ როგავა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო

ჟურნალისტი, გურამ როგავა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო. 

როგორც როგავა სოციალურ ქსელში წერს, ის უწყებაში 15:00 საათზეა დაბარებული.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემატყობინა, რომ დაზარალებულად მცნეს. დღეს, 3 საათზე ვარ დაბარებული უწყებაში, გავარკვევ, რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება და რა არის სიახლე. დეტალებს გაგაგებინებთ!“ - წერს გურამ როგავა.

ცნობისთვის, ჟურნალისტი გურამ როგავა 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის ღონისძიების მიმდინარეობისას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა.

მსგავსი სიახლეები