“სანამ დროა, უნდა გამოვიდეთ,ხვალ და ზეგ ეს აქლემი ყველასთან დაიჩოქებს“ - კურიერების პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროსთან

16.12.24 14:02
“სანამ დროა, უნდა გამოვიდეთ,ხვალ და ზეგ ეს აქლემი ყველასთან დაიჩოქებს“ - კურიერების პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროსთან

კურიერების პროტესტი - სხვადასხვა კომპანიის კურიერები დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან მივიდნენ.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ კოლეგას - ირაკლი მიმინოშვილს, რომელიც მტკიცებულებების გარეშე მხოლოდ იმიტომ ჰყავთ დაკავებული, რომ რუსთაველზე ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდა.

ისინი ამბობენ, რომ არიან ტერორის და დაშინების მსხვერპლნი, რადგან, ქუჩაში გაადგილების დროს თუ აქციის მონაწილეებს სიგნალებით სოლიდარობას გამოუცხადებენ, მაშინვე პოლიცია აჩერებს და აჯარიმებს მათ.

ირაკლი დღისით სამზარეულოში, საღამოს კი კურიერად მუშაობს, მშრომელი ადამიანია და მას ვუცხადებთ სოლიდარობას. ყველა ვართ გამწარებული, გაძვირდა ყველაფერი და ვფიქრობთ, ქვეყნისდან წასვლაზე“, - ამბობს აქციის მონაწილე.

ყველამ კარგად ვიცით, რომ საპატიმროებში ნაწამები ადმაიანები არიან შესულები, ეს სისტემა მიადგება ყველას და ყველას სახლამდე მიიტანს მძიმე ტრაგედიას, ამიტომ სანამ დროა, უნდა გამოვიდეთ, თორე ხვალ და ზეგ ეს აქლემი ყველასთან დაიჩოქებს“, - აცხადებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

კურიერები აცხადებენ, რომ ჯადანცვის სამინისტროსთან იმ დროდმე დარჩებიან, ვიდრე მსვლელობის მონაწილეები არ გამოჩნდებიან და მათთან ერთად გააგრძელებენ ქუჩებში მოძრაობას.

 

მსგავსი სიახლეები