ალეკო ელისაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა
კოალცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი თავისუფალია- ის 4 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
როგორც ელისაშვილმა განაცხადა, მისთვის ახლა “ყველაზე მნიშვნელოვანია ორი რამ, პოლიტპატიმრების გარეთ ყოფნა და ხელისუფლების გაშვება“.
ეს არაფერს ნიშნავს, შეგუებული ვიყავი, რომ ინავრის ბოლომდე მომიწევდა ციხეში ყოფნა, არაფერი დამთავრებულა, ახლა იწყება ყველაფერი. ყველაზე მეტად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც არის დაკავებული, გაზაფხულის აქციიდან მოყოლებული, იყვნენ გარეთ. სანამ ისინი გარეთ არ იქნებიან, არ ჩავთვლი, რომ რამე სასიხარულო ხდება“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.