"გაათავისუფლეთ რეჟიმის პატიმრები და დანიშნეთ ახალი არჩევნები" - ბებიები და ბაბუები საპროტესტო მსვლელობას მართავენ
ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გავიდა ბებიების და ბაბუების თაობა. ისინი რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და საპროტესტო მსვლელობით პარლამენტისკენ მიდიან. აქციის მონაწილეები შვილიშვილების თაობის ციხეებიდან გათავისუფლების გარდა, მოითხოვენ მოძალადე სპეცრაზმელებისა და კრიმინალური ბანდ ფორმირებების დასჯას.
"თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს", "საქართველოში ბებიას არასდროს ექრმევა "ბაბუშკა", "შვილიშვილების ევროპული მომავლის სადარაჯოზე", - ამ შინაარსის პლაკატები აქვთ მიტანილი აქციაზე ბებია-ბაბუებს.
ტელევიზორის ყურების დრო დამთავრდა, ამიტომ ბებიები და ბაბუები მოვედით აქ. მოვედით იმისთვის, რომ ვუთხრათ ჩვენს ფიქტიურ ხელისუფლებას, რომ ვერ შევეგუებით, როცა ასე ექცევიან ჩვენს შვილიშილებს, ამ ეროვნულ გმ მირებს, რომლებიც ამ მდგომარეობაში არიან დღეს 350-ზე მეტი ახალგაზრდა. ჩვენ ისეთი სიბერე გვინდა, როგორც ევროპაში და სამწუხაროდ, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ასეთი სიბერე და რა თქმა უნდა, უპირველს ყოვლისა, ვითხოვათ ახალ არჩევნებს, - ამბობს აქციის მონაწილე.
დღეს ორი კაცი წყვეტს ყველას ბედს, ჩემს ბედს, ჩემი შვილიშვილებს ბედს და ზოგადად, ყველას ბედს. მთელი ქვეყანა გარეთ არის. შეგნებულად კეთდება, ჩვენ შეგებულად არ დავთმობთ არც ჩემი თაობა და მითუმეტეს, ახალი თაობა, - ამბობს პროტესტის მონაწილე.