ნოემბერში ფულადი გზავნილები 10%-ით, $267 მილიონამდე შემცირდა

16.12.24 15:29
ნოემბერში ფულადი გზავნილები 10%-ით, $267 მილიონამდე შემცირდა

2024 წლის ნოემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 267 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით ნაკლებია.

კლების მთავარი მიზეზია რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების 61%-ით შემცირება, რაც მიგრაციული ეფექტის მილევასთან არის დაკავშირებული. სხვა ქვეყნებიდან კი სადაც საქართველოდან მიგრაციული ნაკადი მზარდია ფულადი გზავნილებიც იზრდება. ნოემბერში გზავნილებში #1 ადგილი აშშ-მა დაიკავა, საიდანაც 50 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, ეს თანხა წლიურად 22%-ით არის გაზრდილი.

მეორე პოზიციას იკავებს იტალია 45 მილიონი დოლარის გზავნილებით (ზრდა 4%), რუსეთმა კი მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა 30 მილიონის გზავნილებით. ფულად გზავნილებში ივლისიდან მოყოლებული #1 ადგილს სწორედ აშშ იკავებს.

ვრცლად იხილეთ ბმულზე: 

მსგავსი სიახლეები